საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2643

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1871

ტიპი: განათლება

1871 წელს ივანე მაჩაბელმა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის იანვარში თბილისში გაიხსნა ქალთა უფასო სკოლა, რომლის რექტორად დაინიშნა სასწავლო სემინარიის რექტორი ხაროვი.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 1-ელ ივნისს ოსანა ქანანოვამ, ოლგა სერედენკომ და მართა მელიქოვამ წარჩინებით დაასრულეს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსი.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 1-ელ ივნისს ბარბარე ბეგთაბეგოვამ, პელაგია ნაცვალოვამ და ბარბარე ხორუჟენკომ წარჩინებით დაასრულეს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსი.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 1-ელ ივნისს ოლგა გურამოვამ, ოლგა ვასილიევამ და ელისაბედ ყარაევამ წარჩინებით დაასრულეს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსი.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 26 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სპირიდონ ჯუღელის კორესპონდენცია „ორიოდე სიტყვა ახალციხის მხარის სასოფლო შკოლებზე“.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ინგლისური ენის სწავლა დაიწყო.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის ივლისში სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 22 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე საბანკო საქმის შესასწავლად მოსკოვის საკრედიტო საზოგადოებაში შევიდა.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს ვასილ ილიას ძე რცხილაძემ ჩააბარა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში, დაამთავრა 1880 წელს.

1874

ტიპი: განათლება

1874-1876 წლებში იონა მეუნარგია სწავლობდა ჟენევის აკადემიაში.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგიამ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის მეექვსე კლასი.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს ივანე მაჩაბელმა პეტერბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა და გერმანიაში, ოპენჰაიმის აკადემიაში, მეურნეობის შესასწავლად გაემგზავრა, შემდეგ კი სწავლა საფრანგეთში, მევენახეობის ფაკულტეტზე, განაგრძო.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ალექსი ჭიჭინაძემ სწავლა დაამთავრა და ქუთაისში კერძო პირველდაწყებითი სასწავლებელი გახსნა.

1875

ტიპი: განათლება

1875-1881 წლებში ნიკო ლომოური კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ნიკო იოსების ძე ლომოური კიევის სასულიერო აკადემიის ისტორიულ ფაკულტეტზე ჩაეწერა.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ნიკო ლომოური კიევში გაემგზავრა იქაურ სასულიერო აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ნიკო ლომოურმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს გიორგი თუმანიშვილმა ოდესაში სწავლა იურიდიულ მეცნიერებათა ხარისხით დაამთავრა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს განსაკუთრებულ დავალებათა ლეიტენანტი თეოდორე კარლოს ძე ვოლიანსკი თბილისის მეფისნაცვლის მთავარ საბჭოში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ვალერიან გუნიამ თბილისის რეალურ სასწავლებელში დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წლის 31 იანვარის გაზეთ “დროების” ცნობით, 1 იანვრიდან ნიკო ნიკოლაძისა და გრ. არწრუნის რუსული და სომხური გაზეთების გამოცემა დაიწყებოდა.

1879

ტიპი: განათლება

სერაპიონ დადუნაშვილი ჟენევის უნივერსიტეტში მედიცინას სწავლობდა (წყაროს „სამადლობელი წერილები ილია ჭავჭავაძისადმი; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება; ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების განცხადებები 1879-დან 1908 წლამდე" მიხედვით).