საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3364

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს მარტვილის სემინარიის პირველ მოსამზადებელ კლასში თედო სახოკიას და სხვა მოსწავლეებს რუსული ენის სახელმძღვანელოდ უშინსკის „Родное Слово“ ჰქონდათ.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკიას ქართულად წერა-კითხვა ორ კვირაში შეასწავლა ბესარიონ ხელაიამ.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს ბესრიონ და გიორგი ხელაიები მარტვილის სასწავლებლის მესამე კლასში სწავლობდნენ.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად თედო სახოკიასთვის ქართულად წერა-კითხვის ცოდნა იყო საჭირო.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისის გიმნაზიაში ზედმიწევნით კარგად სწავლობდა ბერძნულ ენასა და ისტორიას.

1876

ტიპი: განათლება

1881 წელს ქუთაისის გიმნაზიაში იაკობ ფანცხავას მსოფლიო ისტორიას გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე სტოიანოვი ასწავლიდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკიას ხეთის სკოლაში შესვლიდან ერთ თვის მერეც უჭირდა ქართულად საუბარი, რადგან სწავლაში არავინ ეხმარებოდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს სკოლა, სადაც თედო სახოკია სწავლობდა ხეთაში, მისი სახლიდან სამი-ოთხი კილომეტრის მანძილზე იყო.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკიამ რუსული ლოცვები და გალობა იცოდა.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლისას იაკობ ფანცხავას ნიკო მაღრაძე ასწავლიდა არითმეტიკას.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წელს იაკობ ფანცხავას ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლისას რუსულს ასწავლიდა ივანე გაფრინდაშვილი.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს გიორგი წულუკიძემ განჯის სამხედრო პროგიმნაზია დაასრულა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წლის პირველი სექტემბრიდან 1883 წლის პირველ ივნისამდე იაკობ ფანცხავა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ვალერიან გუნიამ თბილისის რეალურ სასწავლებელში დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილმა იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს დიმიტრი ხოშტარიამ ქუთაისის გიმნაზიაში დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილი სახელმწიფო ხარჯზე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებელი (შემდგომში უმაღლესი დაწყებითი სკოლა) დაამთავრა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს დუტუ მეგრელი ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში მიღების კანდიდატად დაასახელეს.

1877

ტიპი: განათლება

1877-1881 წლებში აბელ ბაირამაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1881 წლებში ივანე როსტომაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილის თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მასთან ერთად არაერთი სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული ახალგაზრდა სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილს ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარული თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის უფროსკლასელებმა შთაუნერგეს ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში.

1877

ტიპი: განათლება

1877-1881 წლებში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში ქართული ლიტერატურის მარგალიტების კითხვამ ალექსი მირიანაშვილს საბოლოოდ შეაყვარა ყველაფერი ეროვნული.