ფეოფან იოსების ძე კობეშავიძე

საქმის მწარმოებელი

1918 წლის 20 თებერვალს საერთო საქმეთა მმართველმა ფიცხელაურმა თბილისისა და მისი შემოგარენის მთავარ სამხედრო გენერალ-გუბერნატორს მიმართა, რომ იარაღის ტარების ნებართვაზე შუამდგომლობა გაეწიათ შემდეგი პირებისთვის: გზათა მინისტრის მდივან იოსებ ივანეს ძე მაჭავარიანისთვის (ბრაუნინგი N237000), საქმისმწარმოებელ ფეოფან იოსების ძე კობეშავიძისთვის (ბრაუნინგი N335587), გზათა სამინისტროს განყოფილების უფროს ინჟინერ სერგეი ნიკოლაის ძე მორდვინოვისთვის (ბრაუნინგი N208827), რკინიგზის განყოფილების ტექნიკოს ზურაბ პავლეს ძე მეტრეველისა (ბრაუნინგი N6540) და გზათა სამინისტროს საოლქო სამსახურის უფროს ტარას სოლომონის ძე სპრინკველისთვის (ბრაუნინგი N350855). ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა კანცელარიის მმართველმა ღამბაშიძემ.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტრო. ბათუმ-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის საველე სამმართველო | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 9
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი