ნიკოლოზ (კოლია) ნიკოლოზის ძე კვერნაძე (გერგისელი, გედი)

დრამატურგი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (სსდმპ) წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სამტრედიის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სარევიზიო კომისია დატოვეს ვლადიმერ პაპავამ, ლუკა კონსტანტინეს ძე დავითაიამ და კოლია ნიკოლოზის ძე კვერნაძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი