გიორგი (გიგო) დავითის ძე შარაშიძე

პედაგოგი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების წევრი

1929 წლის 25 იანვარს ქრისტინე შარაშიძე თბილისიდან ბახვში მშობლებისთვის გაგზავნილ წერილში წერდა, რომ ახსოვდა მამის დავალებები წიგნების შეძენის, ხელნაწერის საკითხებზე მოლაპარაკებისა და სხვათა შესახებ და მათ ნაწილ-ნაწილ შეასრულებდა.

წყარო: ქრისტინე შარაშიძის წერილი მშობლებისადმი, 1929 | 25 იანვარი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი