გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე

განათლების სამინისტროს მთავარგამგე, ჭიათურის ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე

1918 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება უმაღლეს დაწყებით სასწავლებელთა გახსნის შესახებ. დაადგინეს: სასწავლებლები გაიხსნას თბილისის გუბერნიაში – ბორჯომში, მცხეთაში, თბილისში, ნაძალადევში, გურჯაანში, საგარეჯოსა და ქვემო მაჩხაანში.

წყარო: განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომების ჟურნალები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი