ნესტორ ქავთარაძე

სენაკის საზოგადოების კომისარი

1918 წლის 29 სექტემბერს სენაკის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში შეიკრება ეკლესიის მრევლი, დაახლოებით 20 კაცამდე, კრებას ხელმძღვანელობდა ნესტორ ქავთარაძე. ადგილობრივმა მღვდელმა ირაკლი პარკაიამ წამოაყენა საკითხი დაბალ კლასებში საღვთო სჯულის სავალდებულო სწავლების შესახებ, რასაც დაეთანხმა მრევლიც.

წყარო: სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების განახლების შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი