ფედოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძე

პედაგოგი, ონტოფოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე

1920 წლის 28 აპრილს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ სენაკის სამაზრო ერობას მისწერა, რომ ფედოსია ანჯაფარიძის ფორმულიარში არ იყო შეტანილი ცნობა მისი ონტოფოს უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. ფორმულიარი სათანადო ცნობების შესავსებად უკან უბრუნდებოდათ.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ფედოსია ალექსანდრეს ასულ ანჯაფარიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი