ბარბარე გიორგის ასული ბარათაშვილი

პედაგოგი

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო – 30 მანეთის ოდენობით შესწირეს ბარბარე გიორგის ასულმა ბარათაშვილმა, თამარ დავითის ასულმა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა და გიორგი ივანეს ძე მუსხელიშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო გადასახადების დავთარი | 1907-1911
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა