ვარლამ დავითის ძე ძიძიგური

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სახელოსნო-სასწავლებლის გამგეს აცნობეს, რომ მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 30 ოქტომბრიდან ორი კვირით სომხეთში გააგზავნეს. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორის ნაცვლად დ. მიქაბერიძე და საქმისმწარმოებლის ნაცვლად ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი