ალექსანდრე ხელაძე

პროფესიულ კავშირთა საბჭოს სეკრეტარიატის თავმჯდომარე

1920 წლის 24 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, თბილისის პროფ. კავშირთა საბჭოს სამდივნოს 22 ივლისის სხდომას ა. ხელაძემ გააცნო „დედობისა და ბავშვთა მომვლელი საზოგადოების“ მიმართვა სამდივნოსადმი, რომ მან გაიღოს წვლილი გორელი მუშების 65 უპატრონო ბავშვის მოსავლელად, რომლებიც ამ საზოგადოების თავშესაფარში იმყოფებოდნენ. სამდივნომ დაადგინა, გადაეცეს 100 000 მან.

წყარო: ერთობა, 1920 | 24 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა