ალექსანდრე ქათამაძე

ბრალდებული

1917 წლის 18 მაისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N6 იუწყება, რომ მათ რედაქციაში მივიდა ატირებული პოლონელი ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ იყო ასტრახანის თეატრის მომღერალი, ჰქონდა მრავალი ნივთი, ფული და ავეჯი. მას გადაეკიდა ადილობრივი ალექსანდრე ქათამაძე, რომელიც სიყვარულს ეფიცებოდა, გაფლანგა ქალის ფული და დაასნეულა ვენერიული დაავადებით. ის ყოველდღე ლოთობს და სცემს. ქალს სურს იმკურნალოს და დაბრუნდეს, მაგრამ ის ამის ნებას არ აძლევს. გაზეთის ცნობით, 1917 წლის 18 მაისს, დილის 12 საათზე სამედიატორო სასამართლო გაარჩევს ქათამაძისა და პოლონელი ქალის საქმეს.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 18 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა