გიორგი დუნდუა

სამტრედიის აღმასრულებელი კომიტეტის კრების თავმჯდომარე

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 9 დაიბეჭდა „წერილი სამტრედიიდან“, რომელსაც ხელს აწერს „სამტრედიელი ქალი“. მისი ცნობით, კვირას 28 მაისს დ. სამტრედიაში ჩატარდა აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნები, ასარჩევი იყო აღმასრულებელი კომიტეტის ოცდაერთი წევრი და მათი ექვსი კანდიდატი. კრების თავმჯდომარე გ. დუნდუას განცხადებით, არჩევნები იქნებოდა თავისუფალი, ფარული კენჭისყრით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ორივე სქესის სრულწლოვანი მოქალაქეები. მან გამოაქვეყნა რა უკვე შემუშავებული წევრთა და კანდიდატთა სია, დასძინა, რომ ეს პირები უნდა აერჩიათ. სტატიის ავტორის აზრით, ეს არ ნიშნავს ძალდაუტანებელ და თავისუფალ არჩევნებს, ამას გარდა გამოქვეყნებულ სიაში არცერთი ქალი არ იყო დასახელებული, ამიტომ ის ქალებს მოუწოდებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლისკენ.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 8 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა