მიხეილ მელიქი

მოქალაქე

1919 წლის 11 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსმა კედიამ დააპატიმრა მიხეილ მელიქი, ალი ვაირაგოვი, მუსა კალანდაროვი და აპოლონ ჯაფარიძე ყალბი ბონების გასაღებისათვის.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 11 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა