მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძე

საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 14 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ აბასთუმანში ინახულა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია და შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი. მათ ხანგრძლივად ისაუბრეს.

წყარო: ერთობა, 1920 | 17 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა