ბიქტორ ვასილის ძე თევზაია (ბ. თეკლათელი)

საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, რევოლუციონერი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი უკრაინაში

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრის, ბიქტორ თევზაიას ბრძანებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ქართულ სკოლაში, ისევე, როგორც.სხვა ადგილობრივ სასწავლებლებში, სწავლა 13 მარტს შეწყდა. ზუგდიდის ქართულ სკოლაში 1919 წლის 12 მარტამდე სწავლა აღარ განახლებულა.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი