პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი (ირონარი, ლაცრიმოსუს, ყარიბი)

პოლიტიკოსი, რეპრესირებული, დამფუძნებელი კრების წევრი, მინისტრის მოადგილე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიისა და თბილისის განყოფილებათა წევრი

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას განათლების გასავრცელებლად უნდა გამოეყენებინა მთელი თავისი ძალები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი