ილია ბაკურაძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 23 სექტემბერს მასწავლებელმა ილია ბაკურაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს აცნობა, რომ 1918 წლის 20 სექტემბრიდან იგი თელავიდან გადაიყვანეს გორის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ილია ბაკურაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი