სიმონ (სოსიკო) გურგენის ძე მდივანი

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კვოტით, საქართველოს პირველი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915 წელს სიმონ გურგენის ძე მდივანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ბათუმის განყოფილებასთან და მოხსენება-ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი