შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი

პედაგოგი, კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე

1918 წლის 18 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის N 172 ბრძანებით, ქალთა მე-4 გინაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი 15 დეკემბრიდან თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბრძანებას ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | შალვა ილიას ძე ალხაზიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი