ვალერიან (ვალიკო) ანთიმოზის ძე ჯუღელი
დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), სახალხო გვარდიის სარდალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, დახვრიტეს 1924 წელს
1920 წლის 22 ივლისს სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტ. საგანმანათლებლო კომისია მეორე მუშათა კლუბში (პლეხანოვის გამზ. N129) გამართავს საღამოს ამ ბატალიონის აზერბაიჯანთან ბრძოლის დროს დახოცილ გვარდიელთა ოჯახების დასახმარებლად. მოხსენებას გააკეთებს სახალხო გვარდიის მთ. შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელი, იუწყება „ერთობა“.
წყარო: ერთობა, 1920 | 20 ივლისიწყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა