ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძე

განათლების მინისტრის მოადგილე, დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის, განჯისა და თბილისის განყოფილებათა წევრი

1952 წლის 30 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მათ გარეშე ნოე ცინცაძეს ამერიკულ კომიტეტში საქმის გაძღოლა გაუჭირდებოდა. შეატყობინა, რომ მიუნხენში ჩასვლის თაობაზე კორძაია მისწერდა.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი 1952 | 30 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: მიუნხენი, როტერჰუდერიs ქუჩა N8, ბონი, ბონჰეიმერის ქუჩა N81
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი