ივანე ჯაფარიძე

ნაფიცი ვექილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი (თავმჯდომარის მოადგილე), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1918 წლის 2 დეკემბერს დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელსაც თავმჯდომარეობდა ივანე ჯაფარიძე, მონაწილეობდნენ: სილიბისტრო ჯიბლაძე და კამისიოვი. სასამართლომ განიხილა კალენიკე გოგიბერიძის საქმე, რომელსაც ბრალი დასდეს პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობასა და როტმისტრ სოხაძის მკვლელობის განზრახვაში. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 4 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა