ივლიანე გვადის ძე გაბუნია

სასწავლებლის გამგე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის ივნის-ივლისში ივლიანე გაბუნია განათლების განყოფილების მინდობილობით ხელმძღვანელობდა სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის მიერ სახალხო მასწავლებლებისთვის გახსნილ ქართული ენისა და მეთოდიკის კურსებზე პრაქტიკულ გაკვეთილებს.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ივლიანე გვადის ძე გაბუნიას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი