კონსტანტინე ბეჟანის (ბეჟუკის) ძე საბახტარაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დიპლომატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი იტალიაში, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთისა და თბილისის განყოფილებათა წევრი

1920 წლის 19 სექტემბერს ლიუკისა და სტოქსის პატივსაცემად გამართულ სადილს დაესწრნენ: კ. საბახტარაშვილი, ნოე რამიშვილი, რაჟდენ არსენიძე, ალექსანდრე ლომთათიძე, ალექსანდრე გედევანიშვილი, სვიმონ მდივანი და ინგლისის მისიის წევრები – ლიუკი, სტოქსი.

წყარო: ნაციონალისტი, 1920 | 2 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა