ნიკოლოზ ნაუმის ძე ჩიგოგიძე

თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორი

1919 წლის 16 ივლისს ბუნებისმეტყველების, გეოგრაფიისა და ქიმიის საპროგრამო კომისიის თავმჯდ. ალ. ჯავახიშვილმა განათლების მინისტრს მოახსენა, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა 23 წევრი: დ. გაჩეჩილაძე, ს. გულისაშვილი, ს. ბერეჟიანი, ბერძენიშვილი, მ.ზაალიშვილი, ს. იაშვილი, კარგარეთელი, გ. კონიაშვილი, პროფ. ი. მოსეშვილი, პროფ. ა. ნათიშვილი, თ. ნიკოლაძე, ო. სანიკიძე-ვოლობუევისა, ილ. სეხნიაშვილი, პ. ქარუმიძე, ნ. ჩიგოგიძე, პ. საყვარელიძე, ნ. ყიფიანი, შალამბერიძე, დოც. ალ. ჯავახიშვილი, ა. ჯანელიძე და ექიმებისგან: ა. ბალარჯიშვილი, კალანდარიშვილი და ვ. ღამბაშიძე.

წყარო: გიმნაზიების სასწავლო პროგრამები, შედგენილი მასწავლებლების – ვახტანგ კოტეტიშვილის, ივანე გველესიანის, მიხეილ აბრამიშვილის, ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი