გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი

პედაგოგი, გიმნაზიის დირექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 9 სექტემბრის განათლების მინისტრის N43 ბრძანებით, კიევის კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი აბაშის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

წყარო: განათლების მინისტრის ბრძანებები | 1918-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი