ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე ნიკოლაძე (NN, Г. Никифор, Рио-Нели, გ. ჯიოვანი, ერთი მებუკეთაგანი, ი. სკანდელი, ქუთაისელი მეჭორე)

პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, მეცნიერი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, ვერსალის საზავო კონფერენციის დელეგატი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთისა და თბილისის განყოფილებათა წევრი

ნიკო ნიკოლაძისეული გროზნო-ფოთის ნავთობსადენის პროექტი ჩაშალა სერგეი ვიტემ, რომელმაც აგდებულად განაცხადა, რომ გროზნოს გულისთვის ურთიერთობას ვერ გაიფუჭებდა ბაქოელ ნავთობმრეწველებთან და დონეცკელ ქვანახშირის კრეზებთან, – ამის შესახებ 1919 წლის 22 სექტემბერს თავად ნ. ნიკოლაძემ ისაუბრა გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში.

წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ "– „თავისუფალი მთიელი"), №2, 1919 წლის 22 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი (ტიფლისი)
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა