ალექსი გიორგის ძე ბერაძე

სასწავლებლის ინსპექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიის ვალი ჰქონდათ: სამტრედიის ქალთა სამკითხველოს 2604 მანეთი და 50 კაპიკი, გამგეობას – 102 მანეთი და 20 კაპიკი, ვანის სკოლის დირექტორთა კოლექტივს – 156 მანეთი, ნოე კალანდაძეს – 7 მანეთი, ალექსი ბერაძეს – 7 მანეთი, გიორგი ბახტაძეს – 7 მანეთი და იასონ კაკაბაძეს 7 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობისა და ლიკვიდაციის შესახებ | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი