ივანე გიორგის ძე ბეჟიტაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1909 წლის 31 მაისს ივანე ბეჟიტაძემ, მარკოზ გავრილოვმა და რაჟდენ გვერდწითელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი თვის საწევრო გაუგზავნეს და ბორჯომში საზოგადოების განყოფილების გახსნა სთხოვეს.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1910-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა