პავლე დავითის ძე საყვარელიძე (ნ. საქარელი)

იურისტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქტორი, დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სარევიზიო კომისიის წევრი

1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ თავისი შემუშავებული „საზოგადო დებულებანი“ წაიკითხა. მანვე გააცნო კომისიას პროექტი დებულებისა „საქართველოს ტერიტორიის“ შესახებ.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება | 1919-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი