სვიმონ (სიმონ) გრიგოლის ძე კლდიაშვილი

პირველი ქართველი დიპლომირებული არქიტექტორი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ არქიტექტორ სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილს ილია ჭავჭავაძის სახლის მუზეუმად გადაკეთების გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა სხვადასხვა პირებთან და დაწესებულებებთან მუზეუმისათვის შესაფერისი შენობისა და წიგნების შეძენის შესახებ | 1909-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი