პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი (კარბელოვი)

მღვდელი

1888 წლის 18 თებერვალს შედგა ქართლ-კახეთის სამღვდელოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო მღვდელი ნიკოლოზ ხუციშვილი, საქმის მწარმოებლი მიხეილ ხელაშვილი და ლევანცოვი. კრებაზე განიხილეს ეგზარქოს პალლადის მიერ შედგენილი 11 პუნქტიანი გეგმა სამღვდელოების საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ. კრებაზე სიტყვით გამოვიდა მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გეგმის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით მრევლთა წასაქეზებლად მონაწილეობა მიეღოთ საეკლესიო კითხვა-გალობაში აუცილებელი იყო თავად სასულიერო პირებს მოეწვიათ ეკლესიაში ობოლნი რომელთაც სწავლის საშუალება არ ჰქონდათ და მათგან შეეკრათ კითხვა-გალობის გუნდი. ასევე, კარგი იქნებოდა თბილისის სემინარიაში აღედგინათ ძველი ჩვეულება, როცა სემინარიის მოსწავლეები უქმე დღეს ქართულად კითხულობდნენ და გალობდნენ სემინარიის ზემოთ მდებარე სული წმინდის სახელობის ეკლესიაში.

წყარო: ივერია, 1888 | 20 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა