ნინო გრიგოლის (გიორგის) ასული ლასხიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატი

1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გრიგოლ ლასხიშვილმა, რომ მისი ქალიშვილი ნინოსთვის გაეგზავნათ თებერვლის და მარტის სტიპენდია 5 თუმანი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი