ანდრია მიხეილის ძე ახალბედაშვილი

ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე

1912 წლის 16 ივნისს იაკობ გოგებაშვილის დისწულმა, ანა იოსების ასულმა ახალბედაშვილისამ, გორიდან განცხადებით მიმართა ბიძის ანდერძის აღმასრულებლებს, მისი ერთადერთი ვაჟის, ანდრიასთვის სწავლის დამთავრებამდე შეენარჩუნებინათ ის ფულადი დახმარება, რომელსაც იაკობი გოგებაშვილი გიმნაზიაში სწავლისას უხდიდა.

წყარო: იაკობ გოგებაშვილის ანდერძები | 1911-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი