ივანე იოსების ძე მთვარელიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიშის მიხედვით კავკავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, ივანე იოსების ძე მთვარელიშვილი, დიმიტრი დავითის ძე ცისკარაული, ალექსანდრე გიორგის ძე როინაშვილი, ვასილ ალექსის ძე კაიშაური და დიმიტრი ივანეს ძე ერქომაიშვილი.

წყარო: მიმოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი