გრიგოლ გიორგის ძე გეგეჭკორი
კოლხეთმშენის მთავარი ინჟინერი, ინჟინერ-მელიორატორი
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ გრიგოლ გიორგის ძე გეგეჭკორმა საზოგადოებას შესწირა ორი ძველი თეთრი ფული ნაპოვნი აბასთუმანში სანატორიუმის საძირკვლის თხრის დროს. გამგეობამ გ. გეგეჭკორს მადლობა გამოუცხადა.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი