პეტრე ივანეს ძე ქავთარაძე
იურისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
1923 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის დადგენილებით საზოგადოების ვექილს, პეტრე ივანეს ძე ქავთარაძეს, დამატებით ერთი კვირა მიეცა მთავრობის ვალის განაღდების საკითხის მოსაგვარებლად.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის ოქმები | 1922-1923წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი