ალექსანდრე (სანდრო) ილიას ძე შანშიაშვილი

მწერალი, დრამატურგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღისა და მაჩხაანის განყოფილებათა წევრი

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსანდრე (სანდრო) ილიას ძე შანშიაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას საერთოდ უნდა შეეწყვიტა სასტიპენდიო თანხის შეგროვება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი