ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური

გომარეთის სკოლის მასწავლებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჩალოსა და თბილისის განყოფილებათა წევრი

1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლა გაიხსნა. სკოლა 800 მანეთად ღირებულ საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული, რომელიც 5 ოთახისგან შედგებოდა (ერთი დიდი საკლასო და 4 პატარა ოთახი). 1916 წელს პედაგოგი ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური ამ სკოლის შენობაშივე ცხოვრობდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი