ევდოკია პლატონის ასული კაჭარავა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს გუდაუთის განყოფილების წევრები იყვნენ: პელაგია იასონის ასული დგებუაძისა, ქსანტე ალექსის ძე დგებუაძე, მარიამ პართენის ასული საბაშვილისა, ევდოკია პლატონის ასული კაჭარავა და მატრონა გრიგოლის ასული ქაჩიბაია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი