მარიამ სახელაშვილი

მოქალაქე

1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიის ვალი ჰქონდათ: დავით კვანტალიანს 5 მანეთი და 85 კაპიკი, სამტრედიის სასამართლოს – 1 მანეთი და 45 კაპიკი, მარიამ სახელაშვილს – 1 მანეთი და 10 კაპიკი, ჯიხაიშის სამკითხველოს – 56 მანეთი და 50 კაპიკი, „თემის“ რედაქციას – 10 მანეთი, პავლე დონდუას – 56 კაპიკი, ნინო გეგეშიძეს – 48 კაპიკი, კალისტრატე ქუთათელაძეს – 1 მანეთი და 80 კაპიკი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობისა და ლიკვიდაციის შესახებ | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი