გიორგი მეღვინეთხუციშვილი

მოქალაქე

1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საკრედიტო დაწესებულების განკარგულებით აუქციონზე იყიდებოდა გიორგი და ელისაბედ მეღვინეთხუციშვილების მამული, რომელიც მდებარეობდა თელავში, სოფელ აწყურში. გიორგის და ელისაბედს წაერთვათ ქონება იმის გამო, რომ ვერ დაფარეს საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (2500 მანეთი).

წყარო: დროება, 1866 | 30 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა