მართა სტეფანეს ასული ბეგალოვი

მოქალაქე

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მართა სტეფანეს ასულ ბეგალოვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში პოლიციის ქუჩაზე მდებარე ორი სახლი: ერთი – ორსართულიანი, მეორე – ერთსართულიანი და 357 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა