კონსტანტინე ივანეს ძე გოშაძე

მოქალაქე

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე ივანეს ძე გოშაძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდა რაჭის მაზრის დაბა ონში მდებარე ერთსართულიანი სახლი და 300 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა