ალექსანდრე ხიტუს ძე ფაღავა

შტაბს-კაპიტანი

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ 1830 წელს სამეგრელოს ლაშქარში მსახურობდნენ პრაპორშჩიკები: ბესარიონ დადიანი, პეტრე დადიანი და ალექსანდრე ხიტუს ძე ფაღავა.

წყარო: ტიფლისსკიე ვედომოსტი (Тифлисские ведомости) 1830 | 20 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა