ბესარიონ დადიანი (1)
პრაპორშჩიკი
1830 წლის 25 აგვისტოს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალ პასკევიჩ-ერევანსკის თურქეთთან ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენით წარწერით „სიმამაცისათვის“ დაუჯილდოებია სამეგრელოს განაყოფის პრაპორშჩიკები: ბესარიონ დადიანი, პეტრე დადიანი და ალექსანდრე ხიტუს ძე ფაღავა.
წყარო: ტიფლისსკიე ვედომოსტი (Тифлисские ведомости) 1830 | 20 სექტემბერიწყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა