დავით გიორგის ძე წულუკიძე

მოქალაქე

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში” გამოქვეყნდა განცხადება, რომ დავით და ალექსი გიორგის ძე წულუკიძეებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ნამაშევში მდებარე 46 დესეტინა და 1050 კვადრატული საჟენი ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა