წერეთელი (3)

პოლიციის უფროსი

1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის პოლიციის უფროსი წერეთელი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლების ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე მოქალაქეების მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებაში. იგი იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.

წყარო: ოქმები ძიებისა, დადგენილებანი და მიმოწერა მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილეთა შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი