ალექსი გრიგოლის ძე მურუსიძე

მოქალაქე

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ალექსი გრიგოლის ძე მურუსიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, გეგუთის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 86 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

წყარო: ივერია, 1888 | 12 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა